პროექტები და ღონისძიებები

                                                       
                                                  პროექტი : ია




პროექტის სახელწოდება  ია

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები  იანვარში  დასაფესვიანებელად  იის ფოთოლს იღებენ, სითბოში ათავსებენ და აკვირდებიან.


პროექტის აქტუალობა : ეს საკითხი   აქტუალურობით გამოირჩევა  დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეთათვის, სამიზნე ჯგუფია   1-2 კლასები, რადგან საანბანო პერიოდის  გავლის დროს ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი ასოების შესასწავლად საჭირო ვიზუალურ სქემებზე, ნახატებზე. მოსწავლეების ინტერესი მეტადაა მიმართული გაზაფხულის მახარობელ ყვავილზე  და როდესაც  ისინი დამოუკიდებლად ახერხებენ  აღნიშნული მცენარის  გახარებას, ამით უფრო მეტად ახლოს მიდიან საგანთან და აგრეთვე ემზადებიან საგანთაშორის  ინტეგრაციისათვის  შემდგომ  კლასებში, კერძოდ ,ბუნებისმეტყველება/მშობლიური ენა და ლიტელატურა. მოსწავლეები პროექტის განხორციელების  შემდეგ  მზად არიან ჩატარდეს  ინტეგტირებული  გაკვეთილი.


.პროექტის მიზანი: მცენარეზე ზრუნვა,დაკვირვება. კვლევა- ძიების უნარ-ჩვევები.


მოსწავლეთა ასაკი:  მეორე კლასი.  6-7-წ. 

.ვადები/ხანგძლივობა: 2018 წლის იანვარი-აპრილი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნას ბლოგი,სკოლის ეზოში მოეწყოს გამოფენა.

 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,რვეული,კალამი,ყვავილის თესლი,ქოთანები, ფერადი ფანქრები,თაბახის ფურცლები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): :მოსწავლეები ფოთლებს დასაფესვიანებლად იანვარში იღებენ  და სითბოში ათვსებენ.მოსწავლეები სისტემატიურად ზომავენ ტემპერატურას, მცენარის სიმაღლეს.ხსნიან ბლოგს და იქ  წერენ მონაცემებს.შეიძლება  ოთახის იასა და ტყის იაზე ერთდროულად მიმდინარეობდეს დაკვირვება, რა გავლენას ახდენს ტემპერატურა  და სინათლე ყვავილებზე. ასევე შეიძლება სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის  ნიადაგში გადარგონ,სხვადასხვა დროს მორწყონ. ასევე  პარალელურად მოიძიონ მასალა  იის შესახებ.  იძიებენ ამ ყვავილების როლს მსოფლიო ისტორიაში. მოსწავლეები სისტემატიურად უღებენ სურათებს,ხატავენ, შემდეგ აწყობენ გამოფენას კლასში.ადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს. აკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე.

საგნებთან/საგნობრიბ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:  მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს მრავალ საგანში:  ბიოლოგია--შეისწავლიან მცენარის აგებულებასა და ზრდის ეტაპებს.

ქართულ ლიტელატურაში ია სიმბოლური  ყვავილია(გიორგი ლეონოძის ,,ნატვრის ხე") ქართველი ჩვილი იავნანაზე იზრდება. ია საანბანო პერიოდის ერთგვარი სიმბოლოა, ამიტომაც არის ეს პროექტი საინტერესო ინტეგრირებისათვის ბუნებისმეტყველებასთან. 

საინფორმაციო  ტექნოლოგიების გამოყენებაში-- ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, სურათების ატვირთვითა და სხვა. 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლიანა ჭავჭავაძე

ხელმძღავანელის ელ.ფოსტა: liachavchavadze20@gmail.com.


 პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:liachavchavadze


                             


Comments

Popular posts from this blog